floydian girl's blog

ფლოიდელი გოგოს ბლოგი

ქუჩის დღიურები

14 Comments

Image

შემოდგომის პირქუში დილაა.. წვიმს.. ცისარტყელა არსად ჩანს და მზე მითუმეტეს, სულ დამალულია..  ქუჩის კუთხეში გამოჩნდა გოგონა, თავიდან ფეხებამდე დასველებული, კინოდან სახლისკენ მიმავალი. ფიქრები რიგ-რიგობით ეხატება სახეზე. აშკარაა, რომ ტვინში მხოლოდ ნანახი ფილმი უტრიალებს, ცდილობს გაერკვეს ყველაფერში, უნდა, რომ ჩაწვდეს ჩანაფიქრს. ის არანორმალური კინომანიაკია, ფილმებია მისი ცხოვრების აზრი და უდიდესი ნაწილი. კინო განაპირობებს მის ხასიათს და ზემოქმედებს მასზე. შეხედავ, მორიგი გოგონაა, რომელიც დიდი ნაბიჯებით, თითქმის სირბილით მიდის სახლისკენ, თუ ეცდები მის სულიერ სამყაროში ჩაიხედო, მაშინ უტიფარია და ცინიკოსი, ამავდროულად, გიჟი, ასეთ ამინდში თმაგაწეწილი დადის, მხოლოდ კინოსამყარო ადარდებს და ამით ბედნიერიც კი არის. გოგონას თვალები გაუბრწყინდა, ალბათ მიხვდა ყველაფერს, რაც თვითონვე ნახა და მხოლოდ ახლა დავინახე მისი ნამდვილი სახე. უკვე, მესმის, რას ნიშნავდა ის ცივი, გამყინავი თვალები, რომლებითაც ის მხოლოდ თავის ტალახიან ფეხსაცმელებს უყურებდა და ზემოთ არ იხედებოდა. დავინახე მის თვალებში რაღაც დადებითი, რაღაც ადამიანური, რაღაც ნათელი. მას აუცილებლად ექნება გარკვეული ფასეულობები, არ იქნება ისეთი გულჩათხრობილი, როგორიც ორიოდე წუთის წინ ჩანდა, უბრალოდ, იმ მომენტში დავინახე როცა ფიქრებში იყო გართული, პირიქით მისი თვალები ზედმეტად მართალია და იმაზე მეტს ამბობენ, ვიდრე გულს უნდა რომ გათქვას. სიცოცხლისმოყვარულია, ეს აშკარაა. როგორც ჩანს, წვიმაც უყვარს, რადგან სულ არ ცდილობს თავი აარიდოს დასველებას.

მორიგი, ჩვეულებრივი გამვლელი ნამდვილად არ არის. თავისი სამყარო აქვს, თავისივე ხედვებით და იდეებით. როგორც ეტყობა, თავი ჯერაც ვერ უპოვნია, თუმცა სახეზე აწერია, ის ეძებს საკუთარ „მეს“. ამ  დროს გვერდით ჩამიარა და თვალის გაყოლება ვეღარ გავბედე, ჩემთვის ისედაც ყველაფერი გასაგებია.

აჩქარებული ნაბიჯებით გავაგრძელე სიარული. საკუთარ თავს ვეღარ ვაჯობე და უკანასკნელად მაინც გავხედე გოგონას, თუმცა რომელიღაც შესახვევში გაუჩინარებულიყო. ღრუბლებს შორის მზე გამოჩნდა. წვიმამ გადაიღო…ჩემი ფიქრებიც წაიღო და ის არანორმალური კინომანიაკიც თან წაიყვანა..

Advertisements

ავტორი: Floydian-girl

ესტუმრეთ ჩემს ბლოგს, წაიკითხეთ პოსტები, შემიყვარეთ. ))

14 thoughts on “ქუჩის დღიურები

  1. T.amo ჩემი ხარ, ჩემში ხარ!.. შენ და N ყველას და ყველაფერს მირჩევნიხართ <33

  2. Taaaamoooo მართლა ძაან მომეწონაა !!!!

  3. kaiaaaaaaaaaa ragac pontshi <3

  4. ყოჩააღ თამუნ! <3 ძაან მომეწონაა <3 <3

  5. კაიაა ესე გააგრძელე <3 <3 მე მომეწონა

  6. ფრიად სიმპატიური ბლოგია :) წარმატებები!

  7. მოკლედ მოვედი გნახე მომეწონე, რიდერში ხარ და ველი ახალ პოსტებს წარმატებული ბლოგინგი შენნ.

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s