floydian girl's blog

ფლოიდელი გოგოს ბლოგი

ქუჩის დღიურები 2

7 Comments

Image

თენდება… ვიღვიძებ, დიდი სისწრაფით ვიცვამ რაც ხელში მხვდება, ყავას ვსვამ და ქუჩაში გავდივარ მორიგი გასეირნებისთვის. კვლავ ადამიანებზე ვაპირებ დაკვირვებას. მინდა ბოლომდე შევისწავლო რაც შეიძლება მეტი ტიპაჟი. ჰოდა, ახლაც ჩემი სახლიდან გამომავალ ბილიკზე ვდგავარ და ვფიქრობ, საით წავიდე. ძალიან შორს ჩანს გოგონა.

„ახალი დაკვირვების ობიექტი“ -ვფიქრობ მე.

სასწაფოდ უახლოეს სკამზე ვჯდები და გოგონას „შესწავლას“ ვიწყებ. აცვია ისე, როგორც ტიპიურ თინეიჯერს ანუ ტყავის ქურთუკი, ჯინსი და კეტები, არადა ვაკვირდები და სხვა სტილი უფრო მოუხდება. წარმოვიდგინე მასზე პიჯაკი და აშკარად მომწონს. ვარცხნილობას ვერ დავუწუნებ. ახლა ვცდილობ ღრმად ჩავწვდე გოგონას სულიერ სამყაროს. მისი ნაბიჯები დამაჯერებელია, ის სამართლიანი და მებრძოლი ჩანს. თავი ზემოთ აქვს აწეული, მოკლედ, საკუთარი აზრის სისწორეში დარწმუნებულია და პირდაპირია. ერთ რამეს კი ვერ ვკითხულობ მის სახეზე – მხიარულია თუ სერიოზული. რადგან არ ეტყობა, ალბათ, მომენტზეა დამოკიდებული. მხოლოდ ახლა ვხედავ მის მაისურზე წარწერას: „Me, Myself and I. Egoist? Are you fucking kidding me?“. ზედ რომ არ ეწეროს, მის ამ თვისებას ნამდვილად ვერ შევნიშნავდი. შეიძლება არც არის ეგოისტი, უბრალოდ ჰგონია, რომ ასეა. მთელი ამ ხნის მანძილზე მიმიკა არ შეცვლია ანუ გაწონასწორებულია, მაგრამ ეს რა ხდება?ტროტუარზე ჯდება, მაგრამ უცებ, ვიღაცას ხედავს, უფრო სწორად, ვიღაცებს და მათკენ ძალიან, ძალიან ბედნიერი სახით, სწრაფად გარბის. ეს ვიღაცები აშკარად მისი სულის ორი ტყუპისცალია. ტიპიური თინეიჯერი აღარ არის, უკვე განსხვავდება დანარჩენი საზოგადოებისგან.

სახლში დაბრუნებას ვწყვეტ. ადრეა, მაგრამ „დღის გეგმა“ მალე შევასრულე და დასვენებას ვიმსახურებ. პიცას ვუკვეთავ, მის ლოდინში თავს ვერ ვამარცხებ და ცოტა შოკოლადს ვჭამ.

Advertisements

ავტორი: Floydian-girl

ესტუმრეთ ჩემს ბლოგს, წაიკითხეთ პოსტები, შემიყვარეთ. ))

7 thoughts on “ქუჩის დღიურები 2

  1. ratomghac damainteresa,me rom ase dagenaxe quchashi siarulisas,neta ra shtabechdillebas davtovebdi shenze da rogor damaxasiatebdi :***

  2. უბრალოდ! მე მესმის შენი, ხანდახან მეც ვაკვირდები ქუჩაში გამვლელ თინეიჯერებს და არ მინდა დაგიმალო და მაღიზიანებს მათი საქციელები, მაღიზიანებს ეს ერთფეროვნება, ყველა ერთმანეთს გავს, ქცევით, ლაპარაკით, ჩაცმულობით მოკლედ რა რას ვიზავთ ქართველი თინეიჯერები ასეთები არიან (ვართ)! we can’t changeრა! :D ♥

  3. Reblogged this on Me, Myself and I. Egoist? Are you fucking kidding me? and commented:
    ფლოიდელი გოგოს დიდი ხნის წინ დაწერილი პოსტი, რომელიც მე მეძღვნება

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s