floydian girl's blog

ფლოიდელი გოგოს ბლოგი

შეწყვეტთ ძველი და ახალი თაობების შედარებას?!

5 Comments

Image

ხშირად გესმით სიტყვები „ჩვენ დროს ამას ვინ გაბედავდა“ ან „ჩვენ დროს სხვანაირად იყო“? ამ ფრაზების ავტორები ჩვენი მშობლები არიან. ისინი ამტკიცებენ, რომ მათ დროს გოგონებს შედარებით კონსერვატიულად ეცვათ, ბიჭებისკენ არ იხედებოდნენ, მხოლოდ სწავლაზე ფიქრობდნენ, უფროსებს არ ეტლიკინებოდნენ. ერთი სიტყვით და მრავალი გაგებით, ისინი ზრდილობიანები და კულტურულები ყოფილან. ჩვენს თაობაში თურმე ყველა გარყვნილია, ტანზე არაფერი აცვიათ, გოგონები მუდამ ბიჭებზე ფიქრობენ, სწავლა ფეხებზე კიდიათ, მშობლებს ეპასუხებიან, მასწავლებლებს არ ემორჩილებიან ანუ საბოლოო ჯამში ზარმაცები და უზრდელები არიან.

თქვენ გინდათ დამაჯეროთ, რომ ადრე ყველა კლდემამოსილი იყო?

თქვენ გინდათ დამაჯეროთ, რომ ადრე ყველა მუხლებამდე სიგრძის კაბით დადიოდა?

თქვენ გინდათ დამაჯეროთ, რომ ადრე არავინ იხედებოდა ბიჭებისკენ?

და იმის დამტკიცებასაც ხომ არ ცდილობთ, რომ ზრდილობა არავის აკლდა?

ნუთუ, დღეს არ დადიან გოგონები, რომლებიც იმ მოთხოვნილებებს აკმაყოფილებდნენ, რომელიც „ძველი თაობის ხალხის განმარტებაში ვახსენე?

ეს ყველაფერი აბსურდია. ქვეყანა ვითარდება, თუმცა ხალხის აზროვნება ძალიან მცირედით იცვლება. შეიძლება მოხდეს ღირებულებების გადაფასება, აი სტერეოტიპები კი უცვლელი რჩება. ბრბო ყოველთვის სასტიკი იყო, არის და იქნება! ამაში ორი აზრი არ არის. ის ყველას გამოუძებნის რაღაცას გასაკრიტიკებლად, ყოველთვის დაიწუნებს ახალს და იმის ნაცვლად, რომ მომავალში დაიწყოს ყურება, ეცდება უკვე განვლილში „გამოჩხრიკოს“ ვითომ „ტკბილი წარსული“.

ძვირფასო მშობლებო,

გთხოვთ შეწყვიტეთ თქვენი და ჩვენი თაობების შედარება!

ჩვენ თინეიჯერები ვართ! გახსოვდეთ, თქვენც იყავით თინეიჯერები. :))

Advertisements

ავტორი: Floydian-girl

ესტუმრეთ ჩემს ბლოგს, წაიკითხეთ პოსტები, შემიყვარეთ. ))

5 thoughts on “შეწყვეტთ ძველი და ახალი თაობების შედარებას?!

  1. თაობების შედარება დიდი სისულელეა და ზოგადად თაობის კარგად ან ცუდად მოხსენიება განსაკუთრებით ამ კონტექსტში – კიდევ უფრო დიდი სიბრიყვე. თუმცა, ძველი ჯობდაო, წუწუნი დღეს არ დაწყებულა. ძველი საბერძნეთიდან მოყოლებული ასეა.

    არსებობს ზრდილობიანი, განათლებული, ჭკვიანი, საინტერესო, გემოვნებიანი თინეიჯერი და არსებობს უზრდელი, გაუნათლებელი, სულელი და ა.შ. (ისევე როგორც ზრდასრულიც).

  2. ვაიმეე 100% გეთანხმებიიი. ესეე გააგრძელეე <3

  3. ხო,კიდევ ერთი,წინა თაობას ახასიათებს ზნეობის სქესისდამიხედვით დახარისხება,ნუ აამაში დანაშაული ქალებსაც მიუძღვით.მაგ:კაცმა თუ არ გაიგულავა,ან თუ არ დალია,თუ არ შეიგინა…ბლაბლაბლა,ათასი ს*რობა…მოკლედ,თავის აუარება მინუსებს მიხედონ და შემდეგ გაკიცხონ ,,გარყვნილი თაობა”,ისე არა მგონია ჩვენ უფრო გარყვნილები ვიყოთ ვიდრე ისინი,უბრალოდ ,,ჩვენი ჩანს”.

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s