floydian girl's blog

ფლოიდელი გოგოს ბლოგი

მიდი, ჰკითხე ალისას

17 Comments

Image

დღეს მინდა ვისაუბრო წიგნზე, რომელსაც არ დაუპყრია სრულიად ბლოგოსფერო და ბევრისთვის უცნობიც არის. ასე რომ, ვეცდები არ „ვისპოილერო“ და წინასწარ არ გავთქვა ყველაფერი.

მიდი, ჰკითხე ალისას“ 70-იან წლებში მცხოვრები ნარკომანი გოგონას დღიურია, ჩვენ არ ვიცით ამ წიგნის პერსონაჟის პროტოტიპი ერთი ადამიანია თუ რამდენიმე, გაურკვეველია მისი სახელი და გვარი, თუმცა ნათელია ყველაზე საინტერესო დეტალები. ეს ნაწარმოები ნამდვილად ვერ გადაჭრის ნარკომანიის პრობლემას, მაგრამ დაგვაფიქრებს და შეიძლება გარკვეული დასკვნებიც გაგვაკეთებინოს. მოკლედ, წიგნში კარგად არის გამოხატული პრობლემები, რომლებიც თავს იჩენს 13-დან 19 წლამდე ანუ ასახულია მშობლებისა და შვილების ურთიერთობა, მეგობრების გარეშე ყოფნისგან გამოწვეული სევდა, თინეიჯერული სიყვარული, წამალდამოკიდებულება და საკუთარი თავის დამარცხების მცდელობა. „ალისა“ არის გოგონა, რომელიც შემთხვევით ააცდინეს გზას და მთელი ცხოვრება დაუნგრიეს. ამ პერსონაჟში მომწონს ის, რომ მუდამ ცდილობდა ჭეშმარიტებისკენ გადახვევას და გამოჯანმრთელებას, არ მოსწონდა ის რასაც აკეთებდა და სიბინძურედ ეჩვენებოდა, ჰქონდა ოცნებები ანუ ცხოვრება საყვარელ ადამიანთან ერთად, სოციოლოგიაში გარკვევა და მორალურად დახმარება იმ ბავშვებისა, რომლებზეც საკუთარი გამოცდილების გამო გული შესტკიოდა. რა არ მომწონს ამ პერსონაჟში? არ მომწონს, ის რომ ყველა თინეიჯერივით ფეხებზე იკიდებს მშობლების აზრს, არადა ამ შემთხვევაში დედამისი ყოველთვის სწორ რჩევებს აძლევდა. გული მწყდება იმაზე, რომ ვერ მოახერხა საკუთარი თავის დამარცხება.

არ მიყვარს უზარმაზარი თემების წერა, ამიტომ ბევრი რომ არ გამიგრძელდეს ვიტყვი ერთს. ჩემი დიდი სურვილია გავარკვიო რა მოხდა „ალისას“ უკანასკნელი ჩანაწერიდან იქამდე, რაც ეპილოგში წერია. მაინტერესებს, როგორ შეიცვალა ყველაფერი ასე რადიკალურად. ამისთვის კი ზუსტად ვიცი რა უნდა გავაკეთო. უნდა გავესაუბრო ბეატრის სპარკსს, სანამ მომკვდარა, რადგან ის არის ფსიქიატრი და დღიურიც სწორედ მან გამოსცა თავისი პაციენტის მონათხრობის საფუძველზე. თუ ბეატრისი მოკვდა ალინ პეის ნილსენს მაინც გავესაუბრები, ის ჟურნალისტია და ბევრი რამ იცის, რადგან წიგნის ავტორისგან ინტერვიუ აქვს აღებული. ასე რომ, მზად ვარ ბევრ რამეზე წასასვლელად იმის სანაცვლოდ, რომ ბოლოს და ბოლოს “მივიდე და ვკითხო ალისას”.

Advertisements

ავტორი: Floydian-girl

ესტუმრეთ ჩემს ბლოგს, წაიკითხეთ პოსტები, შემიყვარეთ. ))

17 thoughts on “მიდი, ჰკითხე ალისას

  1. კითხე და ჩვენც გაგვაგებინე მერე

  2. გული მწყდება იმაზე, რომ ვერ მოახერხა საკუთარი თავის დამარცხება.
    ra sakutari tavis dmarcxeba ver moaxerxea gadaaaaob ? :OOOOO

    • უკანასკნელი ჩანაწერით თუ დავასრულებთ ყველაფერს სწორი ხარ, მაგრამ ზუსტად ხომ არავინ არ იცის რა მოხდა მაგის მერე და შემიძლია ვივარაუდო, რომ ბოლომდე ვერ დაამარცხა საკუთარი თავი.

      • rac magaze gavq nalaprakebi :D kai raaaaaaaaa :D

      • ვიყოთ ხალხო რეალისტები)) ნუ მეც მინდა რომ ის 2 იყოს დამნაშავე მაგრამ ამ “ალისამაც” რამდენჯერ “დაამარცხა” ეგრე თავი და ისევ დაიწყო ნარკოტიკების მიღება.

  3. N martali xarr :DD chven gvjera rom man daamarcxa sakutari tavi :PP ai ro vkitxavt naxav tu araa :DD is 2-ia damnashave titqmis 100% darwmunebuli var :X

  4. Not bad review . თავიდან რომ წავიკითხე წიგნი ავტორი სკანდინავიელი მეგონა .

  5. P.S. რომ წავიკითხე მერე ფილმს ვუყურე , ფილმი საკმაოდ ძველი იყო რაც იმას ნიშნავს რომ ბეატრის სპარკსს უფრო ადრე ექნებოდა დაწერილი ეს , და დიდი ალბათობაა რომ ახლა მოხუცია .

  6. dzalian var daintrigebuli da mainteresebs sinamdvileshi ra moxda ><

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s