floydian girl's blog

ფლოიდელი გოგოს ბლოგი

თვითგანადგურება სრულყოფილების ძიებაში

11 Comments

Image

ფარდა ეშვება… დარბაზში ყურთასმენა აღარ არის… ტაშის კვრისგან ყველას ხელები უწითლდება. ჩემს გონებაში ქაოსია, ფიქრები ერთმანეთს აწყდება.

მალე ფარდა ისევ უნდა გაიხსნას, მსახიობებმა თავი დაუკრან პუბლიკას, ხალხი განსაკუთრებით გედს ელის. წარმოვიდგენ, რომ გადის წამები და ის არსად ჩანს. არა! ასე არ მოხდება! ტვინს ძალას ვატან, რომ რამე მოვიფიქრო. ახლა წარმოვიდგენ, რომ ყველა იგებს იმას, რაც მოხდა, ელვისებური სისწრაფით ხმები მთელს ქალაქში ვრცელდება, ხალხი შეძრწუნებულია და ყველა მხრიდან რეპორტიორები მაწყდებიან, იმის გასაგებად თუ რა დაემართა პრიმა-ბალერინას. მერე ფიქრებში ვხატავ მომენტს, როცა ხელში გაზეთი მიჭირავს, ჩემი ფოტოთი დამშვენებული და სათაურს ვკითხულობ „რეჟისორმა პრიმა-ბალერინა თვითმკვლელობამდე მიიყვანა“. არა! არც ეს მოხდება! არავის მივცემ უფლებას ასეთი ჭორი ააგოროს. სულ ცოტა დრო მრჩება. უცებ თავში რაღაც იდეამ გამკრა.

– ლილი! – ვყვირი მე. – სასწრაფოდ ნინას საგრიმიოროში შედი, შავი გედის ფორმა ჩაიცვი და სცენაზე გადი! ოდეტა მოკვდა! შენ ხარ ოდილია!

ფარდა იხსნება. ლილი აგვიანებს. პუბლიკა აფორიაქებულია.

მადლობა ღმერთს, ჩემი შავი გედიც გამოჩნდა. ხალხი არანორმალური ყიჟინით ეგებება მას, ნინას საოცრად რეალური თამაშის გამო თავიანთ აღფრთოვანებას ვერ მალავენ და ამიტომაც ეგებებიან ლილის. წარმოდგენა საბოლოოდ სრულდება.

კულისებში დასვენებულ ნინას ცხედარს გაშტერებული ვუყურებ, ყველას ხმამაღლა ვუყვირი გამეცალონ, ჩემი საუკეთესო მოცეკვავის ცივ სხეულთან მარტო ვრჩები და ცხოვრებაში პირველად ერთი ცრემლი მვარდება მარცხენა თვალიდან. ბალერინა სისხლით არის შეღებილი, იმ სისხლით, რომელიც სრულყოფილების გამო დაიღვარა.

ვცდილობ მომხდარის გაანალიზებას… გონზე რომ მოვდივარ ნინას დედას ვურეკავ, სიტუაციაში ვარკვევ, ისიც ჩემს აზრზე დგას. საქმე არ უნდა გახმაურდეს.

ღამის სიბნელეში მე და ნინას დედა ძლივს მივიკვლევთ გზას, თან მისი შვილის ცხედარს მივათრევთ და ჩუმად, თითქმის უხმოდ, როგორღაც, წვალებით ვასაფლავებთ მას. არც ერთი სიტყვა არ გვითქვამს ერთმანეთისთვის. აშკარაა, რომ მე არაფერი მეთქმის, მას კი ლაპარაკსაც ვერ მოვთხოვ ისეთ მდგომარეობაშია.

დიდი ხნის შემდეგ ჩემს შინ წასვლასაც დაადგა საშველი. თეატრიდან სახლამდე აღარც ვიცი რაზე ვიფიქრო, მხოლოდ 2 კითხვა და 2 პასუხი მიტრიალებს თავში.

ნინა სრულყოფილებას ესწრაფვოდა, პრემიერამდე მასზე ფსიქოლოგიური წნეხი კი იზრდებოდა და იზრდებოდა, ამაში დამნაშავე მხოლოდ თვითონ იყო და არავინ სხვა, თუმცა მჯერა მისი ბოლო სიტყვების. მან მიაღწია სრულყოფილებას.

– აქვს საზღვრები ადამიანის ფსიქიკას?

– არა!

– სადამდე შეიძლება მიგვიყვანოს სრულყოფილების ძიებამ?

– საკუთარი „მეს“ დაკარგვამდე..

თვითგანადგურებამდე!

(მე როგორც ტომას ლეროი, “გედების ტბის” დამდგმელი რეჟისორი.

შთაგონებულია “შავი გედის” მიერ)

Advertisements

ავტორი: Floydian-girl

ესტუმრეთ ჩემს ბლოგს, წაიკითხეთ პოსტები, შემიყვარეთ. ))

11 thoughts on “თვითგანადგურება სრულყოფილების ძიებაში

  1. ვაიმეე ეს ყველაზეე ყველაზეე კარგიი იყოო <3 <3

  2. მომეწონა .ფილმი არაჩვეულებრივია და მომეწონა რომ ასე გაიგე ის და ასე შეიგრძენი ეტყობოდა კლიდეც შენს პოსტს და ამიტომაც არაჩვეულებრივია :):):)

  3. ბრავო!!!:) ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი ფილმია!ფსიქოლოგიური თრილერის შედევრი!ბევრი რამის სწავლა შეიძლება…ხალხის პოსტებს ვკითხულობ ხოლმე ამ ფილმის შესახებ და სამწუხაროა,რომ აქცენტები ძირითადად ინტიმურ სცენებზე კეთდება … :((მთავარ საზრისს კი არ უკვირდებიან!ამ ფილმმა ადამიანი გააშიშვლა მთელი თავისი ჩახლართულობით!ნინას რომ ვუყურებდი,ხალხის 70% დამიდგა თვალწინ:)ზუსტად იგივე ფიქრები,აზრები,ცხოვრება(ნუ სიკვდილით არ ამთავრებენ,მაგრამ არსობრივად):))მოკლედ შედევრია!ვინც ვერ გაუგო ბევრი დაკარგა;)

  4. waikitxe chemi postebi am filmis shesaxeb :)

  5. ise sheni blogis coverze madonnaa xom?:) miyvars

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s