floydian girl's blog

ფლოიდელი გოგოს ბლოგი

რას გავანადგურებდი და რას დავიტოვებდი

10 Comments

Image

რამდენიმე თვის წინ ვუყურე ფილმს – „10 items or less“. ამის შემდეგ გამიჩნდა იმის სურვილი, რომ მეფიქრა თუ რას მოვსპობდი ჩემს ცხოვრებაში და რას დავიტოვებდი. ვიფიქრე, ვიფიქრე და გადავწყვიტე ბლოგზე დამეწერა.

5 რამ, რასაც გავაქრობდი ჩემი ცხოვრებიდან:

1. ტესტირებები

რატომ ვერ ვიტან ტესტირებას? რა თქმა უნდა კარგი საშუალებაა იმის გასაგებად თუ ვინ რა იცის, მაგრამ ჩემთვის ძალიან დამღლელია.

2. სოც. ქსელები

რატომ გავაუქმებდი მათ? იმიტომ, რომ ისინი ძალაუნებურად მართმევენ ძალიან დიდ დროს, მე კი წინააღმდეგობას ვერ ვუწევ. გარდა ამისა, გარესამყაროს გვწყვეტს.

3. ორშაბათი

ორშაბათის გაქრობის იდეა ჩემს საუკეთესო მეგობარს ეკუთვნის და როგორც კი მითხრა მაშინვე ამ იდეის „მიმდევარი“ გავხდი. ვის არ უნდა კვირის ყველაზე საზიზღარი დღის გაქრობა?

4. სტერეოტიპები

მოვსპობდი სტერეოტიპებს, რადგან ყველა მათგანი სრული სისულელეა და უბრალოდ ამ ქვეყანას ამახინჯებს.

5. სიღარიბე

გავაქრობდი გაჭირვებას, შესაბამისად გაჭირვებულ ადამიანებს „გადავაქცევდი“ შედარებით შეძლებულებად.

5 რამ, რასაც დავიტოვებდი:

1.მობილური ტელეფონი

ამ ნივთს გარეშე არ შემიძლია გარეთ გასვლა. ვერ დაიჯერებთ და სახლშიც მუდამ მუდამ მიდევს ჟაკეტისა თუ ხალათის ჯიბეში. ერთი სიტყვით ნომოფობია მჭირს.

2.ფოტოსურათები

დავიტოვებდი ყველა იმ ფოტოს, რომელიც ოდესმე გადამიღია. მოკლედ ვერ გავწირავდი გასაქრობად ჩემი ცხოვრების მოკლე მიმოხილვას სურათების მეშვეობით.

3. Weekends

იქიდან გამომდინარე, რომ „გასაქრობებში“ მესამე პუნქტია ორშაბათი, „დასატოვებლებში“ იგივე ადგილი weekend-ებს ეკუთვნის.

4. ბლოგი

ინტერნეტსივრცეში გავწირავდი ყველაფერს, გარდა ჩემი ბლოგისა, რომელიც ცოტა ხანია შევქმენი, მაგრამ ძალიან შემიყვარდა.

5. ყავა

ყველაფერი რომ დავკარგო ამას მაინც ვერ შეველევი, უფრო ზუსტად ტკბილ ყავას.

ახლა თქვენი ჯერია, დაწერეთ, რას ვერ გაიმეტებდით გასაწირად და რას დატოვებდით “თამაშს გარეთ” თქვენი ცხოვრებიდან.

Advertisements

ავტორი: Floydian-girl

ესტუმრეთ ჩემს ბლოგს, წაიკითხეთ პოსტები, შემიყვარეთ. ))

10 thoughts on “რას გავანადგურებდი და რას დავიტოვებდი

  1. kai iyo momewona, erti ici shen rom socialur qselebze ar getanxmebi :D ai orshabati pirveli mosashorebuli ragacaa :D

  2. გავაქრობდი:
    1. თბილისში რომ დიდი უსახური შენობებია, კომუნისტების დროს აშენებული, კუბიკების ფორმის, იმას.
    2. ნებისმიერი შენობის მძიმე კარებს, რომელთა გაღებასაც ვერ ვახერხებ ხოლმე პირველ ცდაზე.
    3. “წიგროვკა” რაღაცებს.
    4. წვიმის გუბეებს, როდესაც ჩემი ფეხსაცმელი სუფთაა.
    5. ნებისმიერ ტაბლიცას წარწერით “შესვენებაა”

    დავტოვებდი:
    1. წიგნებს
    2. ჩაის
    3. მთვარეს
    4. გემოვნებიან მუსიკას
    5. გამათბობლებს.

    P.S. ისე ძირითად ასპექტებში შენს სიასაც ვეთანხმები ^^

  3. ორშაბათი რომ გააქრო, მერე სამშაბათი შესძულდება ყველას. ამიტომ არ გეთანხმები.
    დანარჩენში გეთანხმებიი ^^ <3

  4. გავაქრობდი
    1.ყველა საბჭოურ გადმონაშთს.
    2.პოლიტიკოსებს.
    3.დებილებს(ამათ პოლიტიკოსებში არ ავურევ, მარა ისინიც დებილები არიან)
    4.ტესტირებებს!
    5.ნუ სტერეოტიპებს რ.თ.უ

    დავტოვებდი.
    1.წიგნებს.
    2.აბაზანას.
    3.საწოლს.
    4.პლედს.
    5.შავ ღვნოს.

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s