floydian girl's blog

ფლოიდელი გოგოს ბლოგი

ქუჩის დღიურები: საუკეთესო სამკუთხედი

17 Comments

f0cce4cbb83e

24.06.2012

I

მეტროდან გამოვდივარ და ვხედავ გოგონას, რომელიც მაკდონალდსის წინ ნერვიულად დააბოტებს. ეს ნიტაა. დიდი ხანია ვიცნობ. მას ტანზე ვარდისფერი კაბა აცვია, ქვემოთ კი, როგორც ყოველთვის, ცისფერი ფეხსაცმელები. თმა გაშლილი აქვს. ხელში მობილური უჭირავს. როგორც ვხვდები, ის საზარელი ფრაზა ესმის. „გამორთულია ან გასულია მომსახურების ზონიდან“. ტელეფონს ჩანთაში უხეშად აგდებს, მაგრამ მალევე უკან იღებს.

– ძალიან ვნერვიულობ. ტასო არსად ჩანს. მობილურზე ვერ ვუკავშირდები… ა, მართალი ხარ. შეიძლება მეტროშია… მეც ძალიან მინდა რომ აქ იყო… არაუშავს, როგორმე მოვახერხებთ კიდევ ერთხელ შეხვდრას… ჰო, როცა მოვა შეგეხმიანებით, ელე… მეც მიყვარხარ.

ნიტა გამუდმებით ორ ადამიანზე ლაპარაკობს – ტასოსა და ელეზე. ამ უკანასკნელს ახლახანს ელაპარაკა. შესაბამისად, გოგონა, რომელიც ახლა მისკენ მორბის, ტასო უნდა იყოს. არამგონია, სხვა ვინმეს ასე ელოდეს. მას გრძელი, წაბლისფერი თმა აქვს, მაღალია, ჯინსის შორტი და თეთრი მაისური აცვია. დიდი სისწრაფით მოქრის და სანამ ნიტა, იმის გააზრებას ასწრებს, რომ ეს ტასოა, მანამდე მთელი ძალით ეხუტება მას. გოგონები ერთმანეთს ხელს არ უშვებენ, ნიტა მოაჯირს ეყრდნობა რომ არ წაიქცეს. ალბათ, ასეთი თბილი ჩახუტება კინოისტორიასაც არ ახსოვს.

– შევიდეთ. რაღას ვუცდით? მერე ელეს დავურეკოთ.

24.06.2012

II

რამდენიმე საათის შემდეგ, წასვლისას, ტასო ხელით გულს უხატავს ნიტას.

ნიტა იღიმის.

ყველაზე რთული და მტკივნეული ხომ დამშვიდობებაა.

11.09.2012

ნიტამ ჩემთან შეხვედრაზე უარი თქვა. არ მცალიაო. უნდა გავიგო სად მიდის. ვატყობ, დღეს კიდევ ერთხელ დავწერ ქუჩის დღიურებს. ახლა ის სადღაც მიიჩქარის. მობილურზე რეკავს და მის ხმას ძლივს ვარჩევ.

– უთხარით, რომ მანდ გააჩეროს. მეც მოვდივარ, 2 წუთში მეც მოვალ.

ღმერთო, არა, ისევ მის გიჟ საუკეთესო მეგობრებს ვხედავ. ელეს, როგორც ყოველთვის, ჯინსი და კედები აცვია. ტასო, როგორც ჩანს, ერთ-ერთი მსახიობის მსგავსად იცვამს. ნიტა ცდილობს ჩუმად მიეპაროს მათ, მაგრამ ელე ამჩნევს, კივის,  მისკენ გარბის და მთელი ძალით ეხუტება. რამდენიმე წამში ტასოც უერთდებათ და ყველაზე, ყველაზე მაგარ სამკუთხედს ქმნიან, ისეთს, ვერც მედიანა და ვერც ბისექტრისა რომ ვერ გაყოფს.

04.01.2013

ალბათ, თქვენთვის ძნელი გასარკვევია ის, თუ რატომ არის ჩემს მეხსიერებაში აღბეჭდილი ეს რამდენიმე კადრი ძალიან მნიშვნელოვანი. მე, უბრალოდ, მაოცებს სამი რადიკალურად განსხვავებული ადამიანის გიჟური მეგობრობა.

Advertisements

ავტორი: Floydian-girl

ესტუმრეთ ჩემს ბლოგს, წაიკითხეთ პოსტები, შემიყვარეთ. ))

17 thoughts on “ქუჩის დღიურები: საუკეთესო სამკუთხედი

  1. ისეთს, ვერც მედიანა და ვერც ბისექტრისა რომ ვერ გაყოფს. <–es momewona dzaan :D
    love u kids :*:***

  2. სამკუთხედს ქმნიან, ისეთს, ვერც მედიანა და ვერც ბისექტრისა რომ ვერ გაყოფს T.amo chemi xar, chemshi xar, miyvarxart shen da N cxovrebaze metad.. umagresi postia, ubralod ena chamivarda.. zustadaa yvelaferi agbechdili, kadrebi tvalwin gamicocxlda.. menatreba eg dro :((

  3. kargii megobrebii xart daa gisurvebt ro sul ertad iyot :)))

  4. chemo nichiero <3 dzzaaan magaria <3 ალბათ, ასეთი თბილი ჩახუტება კინოისტორიასაც არ ახსოვს. es yvelaze glshichamwvdomi fraza iyo da esec რამდენიმე წამში ტასოც უერთდებათ და ყველაზე, ყველაზე მაგარ სამკუთხედს ქმნიან, ისეთს, ვერც მედიანა და ვერც ბისექტრისა რომ ვერ გაყოფს. <3

  5. წარსულიდან ჩემი სამკუთხედი გამახსენდა და შემშურდა…

  6. leworld ვერც კი წარმოგიდგენია როგორ გეთანხმები :(

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s