floydian girl's blog

ფლოიდელი გოგოს ბლოგი

უჩვეულოდ გულწრფელი პოსტი

11 Comments

ხანდახან ადამიანები ისეთ რამეს წერენ, რისი თქმაც ენით არ შეუძლიათ. ვერ ვიტყვი ბლოგი იმისთვის მაქვს, რომ მხოლოდ ის ვწერო რაც მე მაწუხებსთქო, მაგრამ ზოგჯერ მეც მინდა ვთქვა ყველაფერი, რასაც რეალურ ცხოვრებაში არასოდეს ვაღიარებ. მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ გულწრფელი და გახსნილი ვარ, დღეს ბევრ უცნობ ფაქტს გაიგებთ ჩემ შესახებ.

  • ზოგჯერ თავს იმაზე ცუდ ადამიანად ვაჩვენებ ვიდრე ვარ. სიმართლე გითხრათ, არ ვიცი რაში მჭირდება ხოლმე.
  • ის ფაქტი, რომ ჯერ აზრზე არ ვარ რა პროფესიის უნდა გამოვიდე, იმაზე მეტად მაწუხებს, ვიდრე ამას პირდაპირ გამოვხატავ.
  • სასტიკად მაღიზიანებს, როცა მგონია რომ რამეში ერთადერთი ვარ და ამ დროს ასპარეზზე მეორე ჩემნაირი გამოდის. ეს საფრთხეს უქმნის ჩემს პირველობას.
  • ყოველთვის ვამბობდი, რომ დედაჩემს არაფერს ვუმალავ. ბოლო დროს ვხვდები, რომ ეს ასე არ არის. ამბის მოყოლისას ზოგჯერ მნიშვნელოვან დეტალებს ვტოვებ, მაგრამ არასოდეს ვანაცვლებ მათ ტყუილით.
  • ვთვლიდი, რომ არ მადარდებდა, რას იფიქრებდა სხვა, არადა, ვერ ვიტან როცა ვინმეს არასწორი წარმოდგენა აქვს ჩემზე. პირდაპირ თუ არა, შეფარვით მაინც ვცდილობ, რომ სხვას აზრი შევაცვლევინო.
  • მეგონა, რომ არ ვიყავი ეჭვიანი. როგორც აღმოჩნდა, ხშირად მეპარება ეჭვი ადამიანის ერთგულებაში.
  • ფეხებზე ბევრი რამის დაკიდება არ შემიძლია. ფეხები არც ისე სუსტი მაქვს, უბრალოდ რამეს დაკიდებით ვიღაც ტყუილად გაიხარებს.
  • სხვის უბედურებაზე უფრო მეტს ვტირი, ვიდრე საკუთარზე. უფრო ზუსტად რომ ვთქვა, ვტირი ყოველ მესამე ფილმზე, მაგრამ როდესაც ყველაფერი ჩემს ცხოვრებაში მეორდება არც ისე „სუსტი გული“ მაქვს.
  • ყველაზე მეტად არ მინდა იმის აღიარება, რომ კმაყოფილი ვარ აწმყოთი, თუმცა მივტირი წარსულს.
  • არ ვარ შურიანი, თუმცა ვგიჟდები შურისძიებაზე.
  • ვაღიარებ, რომ ჩემგან საუკეთესო ბლოგერი არ დადგება, თუმცა ის დროც მოვა, როცა ცნიბილი ვიქნები ამ საქმიანობით. და ბოლოს, უკვე ოცნებად მექცა პირველი ადგილი Freshly Pressed-ში.

P.S. ბლოგზე არასოდეს ვიტყუები.

P.P.S. შეგიძლიათ, თქვენც დაწეროთ ისეთი რამ, რასაც პირდაპირ არასოდეს აღიარებთ.

Advertisements

ავტორი: Floydian-girl

ესტუმრეთ ჩემს ბლოგს, წაიკითხეთ პოსტები, შემიყვარეთ. ))

11 thoughts on “უჩვეულოდ გულწრფელი პოსტი

  1. ეეჰ, რაღა დავწერო … ჩმი სათქმელი ზემოთ წერია პოსტში )))
    ყველაზე მეტად მესამე პუნქტი მეხება. ვერ ვიტან კონკურენტებს და სამარცხვინოა იმის აღიარება რომ ხანდახან მსურს ჯანსაღი კონკურენცია მივივიწყო (((
    ერთადერთი რასაც არასდროს არ ვაღიარებ არის ის რომ ყველაფერი გულთან ახლოს მიმაქვს. თუმცა ნაცნობების 97%-ს ჰგონია რომ მკიდია

  2. მმ რამდენიმე პუნქტში დაგეთანხმე. მე უბრალოდ ვაღიარებდი, რომ მეოთხედს მაინც რომ ვაკეთებდე, რეალურად გასაკეთებელი საქმის.. და მაინც იმის ჩვენებას არ ვცდილობდე, რომ ყვეალფერს ვაკეთებ და ვსწავლობ, ალბათ გაცილებით უკეთესი ვიქნებოდი. რეავიც აბა.

  3. მოკლედ თითქმის ყველა პოსტს გადავხედე , ჰოდა , რა გითხრა კარგი გოგო ხარ ^^ (მგონი გითხარი უკვე, მაგრამ აარაუშავს კიდევ გაგიმეორებ)
    რაღაცებში ჩემი თავიც აღმოვაჩინეე ^^
    ამ პოსტს რაც შეეხება, ყველაფერში გეთანხმები მეოთხე პუნქტის გარდა ))
    ასე გააგრძელე ))

  4. რა მაგარი რამე გულწრფელობა!!!

    “ვთვლიდი, რომ არ მადარდებდა, რას იფიქრებდა სხვა, არადა, ვერ ვიტან როცა ვინმეს არასწორი წარმოდგენა აქვს ჩემზე. პირდაპირ თუ არა, შეფარვით მაინც ვცდილობ, რომ სხვას აზრი შევაცვლევინო.” :)

  5. უჩვეულოდ გულწრფელი კომენტარი
    1.მე ყოველთვის ნიღაბი მიკეთია და აგრეთვე ცუდად ვაჩვენებ თავს,ეს ბუნებრივად მოდის და ძალიან მომწონს.:)
    2.ყველაზე ნაკლებ დროს მომავალზე და პროფესიაზე ფიქრში ვხარჯავ,ამიტომაც არ ვიცი რა მინდა ამ ცხოვრებისგან…
    3.სასტიკად მაღიზიანებს ბრბოს ფსიქოლოგია.საერთოდ ვთვლი,რომ ხალხი ჯგროდ არ უნდა იკრიბებოდეს,რადგან იმ წამშივე საღი აზრი სამარდება,გავიხსენოთ ღმერთის ჯვარზე გაკვრა,მარიტას ჩაქოლვა და ჯორდანო ბრუნოს ინკვიზიცია.
    4.მე და დედაჩემის ურთიერთობა ფენომენალურია.:)) არ მაქვს ძალიან ახლო კავშირი და ეს ბუნემრივად ხდება სულების ერთიანობის არქონის გამო,შესაბამისად საიდუმლოებს და სხვა დეტალებს არასდროს ვანდობ და ბევრ რამეს ვუმალავ.
    5.ყოველთვის მადარდებს სხვისი აზრი,მაგრამ ვცდილო გავლენის ქვეშ არ მოვექცე.
    6.ვარ საშინლად ეჭვიანი(ეს ისე).ყოველთვის მეგონა,რომ არ ვიყავი გულჩვილი,მაგრამ რეალობამ ,,მიმაჩმორა”…
    7.სხვის დაჩაგვრას ან უბედურებას უფრო ვექომაგები,ვიდრე საკუთარს.მრისხანე ვარ,როცა სხვას აკნინებენ,მიუხედავად იმისა არის თუ არა ეს ჩემი საქმე.
    8.ყველაზე მეტად არ მინდა იმის აღიარება,რომ…მმმ…ვარ რასისტი,,მაგრამ ვებრძვი…
    9.რაღაც დოზით შურიანი ყველაა,მათ შორის მეც,მაგრამ ცუდს არ ვუსურვებ ხოლმე არავის.შურისძიება სასიამოვნოა.:))
    10.ბლოგი ჩემი გასართობი და რაღაც დოზით გულის მალამოა…გავიცანი არც ისე ბევრი,მაგრამ საინტერესო ადამიანი და ვუნდები მათ ტვინის შეჭმას:)))))))))))))))

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s