floydian girl's blog

ფლოიდელი გოგოს ბლოგი

23 DEEP ASS Questions!

5 Comments

1. რომელი უფრო რთულია შენთვის, უყურო ვინმეს თვალებში, როცა ეუბნები რას გრძნობ თუ უყურო ვინმეს თვალებში, როცა ის გეუბნება რას გრძნობს?

– ვუყურო თვალებში,  როცა ვინმე მეუბნება რას გრძნობს გაცილებით ძნელია.

2. გაიხსენე როდის გაბრაზდი ბოლოს სერიოზულად. რატომ გაბრაზდი? იგივეს გრძნობ?

– რამდენიმე დღის წინ. სიბრაზე მალე მივლის.

3. მიფრინავ ჰონოლულუდან ჩიკაგომდე. თვითმფრინავის უკანა მხარეს გაჩნდა ცეცხლი. შეგიძლია განახორციელო მხოლოდ ერთი ზარი. ვის დაურეკავ და რას ეტყვი?

– დავურეკავ დედაჩემს, გადავუხდი მადლობას ყველაფრისთვის, ვეტყვი, რომ მიყვარს და ვთხოვ გადასცეს ჩემს საუკეთესო მეგობრებს, რომ ვგიჟდები მათზე.

4. ხარ ექიმთან ვიზიტზე და მან გითხრა, რომ მხოლოდ 1 თვე დაგრჩა. ეტყვი ვინმეს, რომ მალე მოკვდები? რას აპირებ დარჩენილ დღეებში? შეგეშინდება?

– არ ვეტყვი არავის, არ მინდა ვინმეს ამის გამო ვეცოდებოდე. განვახორციელებ ყველაფერს, რაც კი ოდესმე ჩამიფიქრებია, არ ვინანებ არცერთ ნათქვამ სიტყვას და ბოლოს, წავალ მეგობრებთან ერთად ლოს-ანჯელესში.

5. შეგიძლია გქონდეს მხოლოდ ერთი – ნდობა ან სიყვარული. რომელს აირჩევ და რატომ?

– რა თქმა უნდა, ნდობას, რადგან სიყვარული ნდობის გარეშე სიყვარული არ არის.

6. მიდიხარ სამსახურში. ქუჩაში ხედავ ძაღლს, რომელიც იხრჩობა არხში. ბოსმა გაგაფრთხილა, რომ თუ კიდევ ერთხელ დააგვიანებ, სამსახურიდან დაგითხოვს. დაკარგავ დროს ძაღლის გადასარჩენად? რატომ?

– ვთხოვ სხვას, რომ აუცილებლად დაეხმაროს, არა იმიტომ, რომ სამსახურში მაგვიანდება, არამედ იმიტომ, რომ ძაღლებს ვერ ვეკარები(თუმცა სამსახურის ფაქტორიც არის).

7. რომელი გირჩევნია გატკინოს გული მან ვისაც ენდობი თუ მან ვინც ყველაზე მეტად გიყვარს?

– უკეთესია, მატკინოს გული მან, ვინც მიყვარს.

8. საუკეთესო მეგობარი გულახდილად გეუბნება, რომ მისი გრძნობები შენ მიმართ მეგობრობაზე მეტია. რას ეტყვი?

– ოჰო.. საუკეთესო მეგობარს ნამდვილად ვერ შეველევი ამის გამო. ვწუხვარ, ტექსტი წინასწარ არ ვიცი.

9. გაიხსენე ბოლო ადამიანი, რომლის სიკვდილის შესახებაც გაიგე. შენ გაქვს შანსი. რომ მისცე მას 1 საათით უკან დაბრუნების საშუალება, მაგრამ უნდა გასწირო შენი სიცოცხლის 1 წელი. გააკეთებდი ამას? რატომ?

– ბოლო ადამიანი ვისი სიკვდილის შესახებაც გავიგე ჩემი ნაცნობიც კი არ იყო, ამიტომ გამიჭირდება 1 წლის დათმობა.

10. ხარ ისეთი მეგობარი, როგორსაც შენ ისურვებდი რომ გყოლოდა?

– კი.

11. Love=Sex. ეთანხმები თუ არა?

– არანაირად.

12. შენი ბოსი ეუბნება შენს თანამშრომელს, რომ უნდა გაათავისუფლოს შემცირებების გამო. ის ახალი აყვანილია სამსახურში, შენ დიდი ხანია მუშაობ. თანამშრომელს ჰყავს ოჯახი და მისი ხელფასი შემოსავლის ერთადერთი წყაროა. მიხვალ ბოსთან და შესთავაზებ, რომ მის მაგივრად შენ გაგიშვას სამსახურიდან?

– თანახმა ვიქნები, რომ ჩემი ხელფასი ორივეს თანაბრად გაგვიყოს, თუმცა სამსახურის დათმობა გამიჭირდება, მითუმეტეს თუ ეს ჩემი კარიერის დასასრული იქნება.

13. როდის და ვის უთხარი ბოლოს, რომ გულგრილი ხარ მის მიმართ? რთული იყო?

– სიმართლე, რომ ვთქვა არ მახსოვს.

14. რომელი უფრო რთულია შენთვის, უთხრა საწინააღმდეგო სქესის ადამიანს, რომ გიყვარს თუ გაისტუმრო უარით, როცა მას უყვარხარ?

– უფრო რთულია სიყვარულში გამოტყდომა.

15. როგორ ფიქრობ რას/ვის შეელევი ყველაზე ძნელად? რატომ გეძნელება მისი დაკარგვა?

– მეგობრებს. მათ გარეშე ყოფნა ყველაზე საშინელი რამეა.

16. რომანტიული სიყვარულის გარდა ბოლოს ვის უთხარი, რომ გიყვარს?

– რამდენიმე წუთის წინ დედას.

17. რომ შეგეძლოს გასული თვის ერთი რომელიმე მომენტის შეცვლა, რას შეცვლიდი და რატომ?

– გასულ თვეში არაფერს. უფრო დიდ დროზე რომ ვრცელდებოდეს რაღაცებს ნამდვილად შევცვლიდი.

18. უსახლკარო ადამიანი რომ კვდებოდეს, ჩაუტარებდი მას ხელოვნურ სუნთქვას? რატომ?

– ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად ყველაფერს გავაკეთებ.

19. შენ გიჭირავს გამზრდელი ბებიის და ახალდაბადებული ჩვილის ხელები. ერთერთს უნდა გაუშვა ხელი და გადაიჩეხება კლდეზე. რომელს გაიმეტებდი სასიკვდილოდ? რამ ითამაშა დიდი როლი გადაწყვეტილების მიღებაში?

– Killer Question !

20. ძველმოდური ხარ?

– არა, ასე არ ვთვლი.
21. როდის მოხდა ბოლოს, რომ შენ ვინმეს თბილად მოექეცი და მისგან საპასუხო ვერაფერი იგრძენი?

– არ მახსენდება.

22. რომელს აირჩევდი ნამდვილ სიყვარულს გულის გატეხვის გარანტიით თუ საერთოდ არ შეყვარებას?

– პირველ ვარიანტს. ჯობია გამოცადო და გული გაგიტყდეს, ვიდრე მთელი ცხოვრება ისე დარჩე.

23. ერთი სურვილის ასრულება რომ შეგეძლოს, რას ჩაიფიქრებდი?

– ჩავიფიქრებდი წარმოსახვის აღმბეჭდავის გამოგონებას. ამ გზით დიდებული ფოტოგრაფი ვიქნებოდი.

სულ ეს იყო ჩემ მიერ პასუხგაცემული 23 DEEP ASS Questions. ახლა თქვენი ჯერია, გაეცით პასუხი იმ კითხვებს, რომელიც მოგეწონათ.

Advertisements

ავტორი: Floydian-girl

ესტუმრეთ ჩემს ბლოგს, წაიკითხეთ პოსტები, შემიყვარეთ. ))

5 thoughts on “23 DEEP ASS Questions!

  1. ხარ ექიმთან ვიზიტზე და მან გითხრა, რომ მხოლოდ 1 თვე დაგრჩა. ეტყვი ვინმეს, რომ მალე მოკვდები? რას აპირებ დარჩენილ დღეებში? შეგეშინდება?
    ვეტყვი აუცილებლად მეგობრებს, სხვას არავის.. ისიც იმისთვის რომ მაქსიმალურად ახლოს იყვნენ ჩემთან და ასე ვთქვათ ვისარგებლებ ამით :დ

    ერთი სურვილის ასრულება რომ შეგეძლოს, რას ჩაიფიქრებდი?
    ყველა ოცნების ახდენას :დდ

    რომ შეგეძლოს გასული თვის ერთი რომელიმე მომენტის შეცვლა, რას შეცვლიდი და რატომ?
    ყველაზე მეტად არ მიყვარს წარსულში დაბრუნება, თუნდაც მოგონებებით

  2. ძალიან საინტერესო იყო… კითხვებიც და შენი პასუხებიც!

  3. 1რომელი უფრო რთულია შენთვის, უყურო ვინმეს თვალებში, როცა ეუბნები რას გრძნობ თუ უყურო ვინმეს თვალებში, როცა ის 2გეუბნება რას გრძნობს? ჩემთვის უფრო ადვილიავუყუროთვალებში,როცა ის მეუბნება რასაც გრნობს:)
    გაიხსენე როდის გაბრაზდი ბოლოს სერიოზულად. რატომ გაბრაზდი? იგივეს გრძნობ?როცა დედაჩემი გავაბრაზე და უჯიშო მიწოდა:დ:დ:დ
    3. მიფრინავ ჰონოლულუდან ჩიკაგომდე. თვითმფრინავის უკანა მხარეს გაჩნდა ცეცხლი. შეგიძლია განახორციელო მხოლოდ ერთი ზარი. ვის დაურეკავ და რას ეტყვი?რა თქმა უნდა დედას:)ვეტყვი რომ მაპატიოს და მიყვარს :)
    4. ხარ ექიმთან ვიზიტზე და მან გითხრა, რომ მხოლოდ 1 თვე დაგრჩა. ეტყვი ვინმეს, რომ მალე მოკვდები? რას აპირებ დარჩენილ დღეებში? შეგეშინდება?ვეტყვი,ოღონდ გადავიკარგები და ჩემსას გავისწორებ :დ
    5. შეგიძლია გქონდეს მხოლოდ ერთი – ნდობა ან სიყვარული. რომელს აირჩევ და რატომ?სიყვარულს:)იმიტომ,რომ რაც არ მახასიათებს იმაზე ვოცნებობ:)
    6. მიდიხარ სამსახურში. ქუჩაში ხედავ ძაღლს, რომელიც იხრჩობა არხში. ბოსმა გაგაფრთხილა, რომ თუ კიდევ ერთხელ დააგვიანებ, სამსახურიდან დაგითხოვს. დაკარგავ დროს ძაღლის გადასარჩენად? რატომ?დავრეკავ სპეციალურ სამსახურში და ვეცდები მაინც გადავარჩინო:)ასეთ მომენტებში ბოსი მკიდია :დ
    7. რომელი გირჩევნია გატკინოს გული მან ვისაც ენდობი თუ მან ვინც ყველაზე მეტად გიყვარს?მას,ვინც ყველაზე მეტად მიყვარს:(
    8. საუკეთესო მეგობარი გულახდილად გეუბნება, რომ მისი გრძნობები შენ მიმართ მეგობრობაზე მეტია. რას ეტყვი?პირველ რიგში ვეტყვი:-ხომ არ უბერავ?! და მერე უკვე ემოციებზეა დამოკიდებული :დ
    9. გაიხსენე ბოლო ადამიანი, რომლის სიკვდილის შესახებაც გაიგე. შენ გაქვს შანსი. რომ მისცე მას 1 საათით უკან დაბრუნების საშუალება, მაგრამ უნდა გასწირო შენი სიცოცხლის 1 წელი. გააკეთებდი ამას? რატომ? ბოლო ადამიანი,რომელიც დავკარგე იყო,ბიძაჩემი,მაგრამ ალბათ გამიჭირდებოდა დათმობა…
    11. Love=Sex. ეთანხმები თუ არა?არა! ეს სხვადასხვა მცნებებია :დ
    12. შენი ბოსი ეუბნება შენს თანამშრომელს, რომ უნდა გაათავისუფლოს შემცირებების გამო. ის ახალი აყვანილია სამსახურში, შენ დიდი ხანია მუშაობ. თანამშრომელს ჰყავს ოჯახი და მისი ხელფასი შემოსავლის ერთადერთი წყაროა. მიხვალ ბოსთან და შესთავაზებ, რომ მის მაგივრად შენ გაგიშვას სამსახურიდან?შენ აზრზე ვარ :დ
    13. როდის და ვის უთხარი ბოლოს, რომ გულგრილი ხარ მის მიმართ? რთული იყო?არ იყო,რთული,რადგან მეგობრად ვთვლიდი და როცა ძალიან მჭირდებოდა მაშინ მიმატოვა…
    14. რომელი უფრო რთულია შენთვის, უთხრა საწინააღმდეგო სქესის ადამიანს, რომ გიყვარს თუ გაისტუმრო უარით, როცა მას უყვარხარ?გავისტუმრო:დ
    15. როგორ ფიქრობ რას/ვის შეელევი ყველაზე ძნელად? რატომ გეძნელება მისი დაკარგვა?დედა.დედაა და:დ
    16. რომანტიული სიყვარულის გარდა ბოლოს ვის უთხარი, რომ გიყვარს? დედას:)
    17. რომ შეგეძლოს გასული თვის ერთი რომელიმე მომენტის შეცვლა, რას შეცვლიდი და რატომ?ბიძაჩემს არ ვეჩხუბებოდი:(
    18. უსახლკარო ადამიანი რომ კვდებოდეს, ჩაუტარებდი მას ხელოვნურ სუნთქვას? რატომ?ჩავუტარებდი:)გამიჭირდებოდა,მაგრამ მაინც,იმიტომ,რომ შველას ითხოვს,ცოდოა…
    19. შენ გიჭირავს გამზრდელი ბებიის და ახალდაბადებული ჩვილის ხელები. ერთერთს უნდა გაუშვა ხელი და გადაიჩეხება კლდეზე. რომელს გაიმეტებდი სასიკვდილოდ? რამ ითამაშა დიდი როლი გადაწყვეტილების მიღებაში?ახლადდაბადებულ ჩვილს:დ
    20. ძველმოდური ხარ?აზროვნებით არა და გემოვნებით კი :)
    21. როდის მოხდა ბოლოს, რომ შენ ვინმეს თბილად მოექეცი და მისგან საპასუხო ვერაფერი იგრძენი?თბილად მარტო დედას ვექცევი…
    22. რომელს აირჩევდი ნამდვილ სიყვარულს გულის გატეხვის გარანტიით თუ საერთოდ არ შეყვარებას?აქ გეთანხმები:დ
    23. ერთი სურვილის ასრულება რომ შეგეძლოს, რას ჩაიფიქრებდი?ამ დღეებში გახდომაა ჩემი მიზანი და მოდელის ტანის დაყენებას:დ:დ:დ
    ვოტ ტაკ :*

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s