floydian girl's blog

ფლოიდელი გოგოს ბლოგი

Deep inside of me

9 Comments

Image

…სარკესთან მივდივარ. თავს ვაკვირდები და ცვლილებას ვატყობ გამოხედვაში. ყველაზე ემოციურმა ერთმა კვირამ ჩაიარა. ერთდროულად ვგრძნობ ორივეს, რომ სავსეც ვარ და ცარიელიც. ვაანალიზებ წინა დღეებში მომხდარ ამბებს და ვხვდები, რომ ყველაფერი სხვანაირად მეჩვენება.

ის, რაც წუხელ მაწუხებდა, დღეს სასაცილოა.

ის, რაც გუშინ სასიამოვნო იყო, დღეს გაუფასურდა.

უცნაურია. რიგრიგობით ვრთავ ისეთ სიმღერებს, რომლებიც არასდროს მომისმენია. გონებაში მაინც ვყვები ისე, თითქოს ბევრჯერ მომესმინოს. ვხვდები, რომ რაღაცის გამოხატვა მინდა. ოთახის კარს ვკეტავ. მუსიკას ხმას მაქსიმალურად ვუწევ. თვალებს ვხუჭავ და ტანი რიტმს თავისთავად ყვება. ყველაფერს უფრო მძაფრად ვგრძნობ, სიმსუბუქესაც კი. რაღაცისგან ვთავისუფლდები და არაფერი მეჩვენება პრობლემად. მზად ვარ ყველას ყველაფერი ვუთხრა, რასაც ვფიქრობ. თან მსიამოვნებს, რომ ამის საჭიროება არ არის და შემიძლია არაფერი ვაკეთო, გარდა სულელური ფიქრების გათიშვისა. მარტო ვარ, მაგრამ მარტოობას არ ვგრძნობ. ეს მომწონს. გულწრფელად მეღიმება. ვხვდები, ყველაზე მთავარი მოგონებები და გრძნობებია. განსხვავებულ სითბოს ვგრძნობ ყველას მიმართ ვისთანაც ტკბილი მოგონებები მაკავშირებს და მინდა ვაგრძნობინო, როგორ ვაფასებ. მინდა მოვუსმინო ყველას, ვისაც რამის თქმა უნდა. ასეც ვაკეთებ. მერე ვიცვამ და მივდივარ იმათთან, ვისთვისაც ტვინის ბურღი ვარ, რომ ერთად ჩავიდინოთ რამე სულელური…

Advertisements

ავტორი: Floydian-girl

ესტუმრეთ ჩემს ბლოგს, წაიკითხეთ პოსტები, შემიყვარეთ. ))

9 thoughts on “Deep inside of me

  1. ნაცნობი სიტუაცია )) კარგი პოსტია ;) წერე! წერე! წერე!

  2. როგორ მომეწონა შენ ხომ არ იცი…მეც ზუსტად მასე ვარ,ოღონდ იშვიათად. :)))მოგეხსენება ჩემი მელანქოლიკობა.:))რა კარგია,როცა მარტოც კი ბედნიერი ხარ.პიროვნების საუკეთესო მეგობარი ისევ საკუთარი თავია. მე ვმეგობრობ ჩემს თავთან,თამო.:) ხანდახან რაღაცეებს ვუშავებ,მაგრამ ,,70 გზის 7-ჯერ მპატიობს”.:))))ხშირად თვალებს ვხუჭავ და ისე ვუსმენ მუსიკას,როცა ვფიზლდები ვგრძნობ,რომ უბედურია ადამიანი,ვისაც თავისუფლება მუსიკაში არ უპოვია…:) ჩემი პრობლემა ისაა,რომ ზედმეტად ბევრს ვფიქრობ:))))))))) არადა,ბედნიერება სიმარტივეშია.

  3. რავიცი,მე ესე ვთვლი და მერე ალბათ ჩამოვიფრენ დედამიწაზე.:D

  4. ცვლილებებს მეც ვამჩნევ შენში ამ ბოლო დროს, რაც მომწონს კიდეც <3

  5. მოკლე და მთელისულისმომცველი <3

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s