floydian girl's blog

ფლოიდელი გოგოს ბლოგი

რაც (შეიძლება) გაინტერესებთ

დავიწყოთ იმით, რომ ვერ ვიწყებ:) თუ უკვე დავიწყე?

თქვენ მოხვდით კინომოყვარული გოგონას არაკინომანიაკალურ ბლოგზე, რომელიც ტკბილი ყავით ხელში უნდა წაიკითხოთ; უშაქრო არ წავა და არც დიეტაზე ყოფნა მიიღება. მკითხველს აქედანვე ვაფრთხილებ, თუ ხშირად გამიმეორდება ფრაზა „საკუთარი „მეს“ პოვნა“, არ დაფრთხეთ; არც ისეთი გზააბნეული ვარ, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს. უბრალოდ ვთვლი, რომ ბლოგი დამეხმარება უკეთესად გავიცნო ჩემი თავი.

ის, რაც შეიძლება გაინტერესებდეთ ჩემ შესახებ:

მე თამო ვარ, დამწყები ბლოგერი.

დავიბადე 1997 წლის 23 ნოემბერს, შესაბამისად, ჯერ სკოლაში ვსწავლობ.

მიყვარს:

კინოსამყარო,

როკ-მუსიკა,

თანამედროვე ლიტერატურა,

წვიმიანი ამინდის დროს ყავა და შოკოლადი, მერე ცისარტყელა,

სიგიჟეების ჩადენა,

სახლში მარტო ყოფნისას ცეკვა,

ღამით სიფხიზლე და დილის ძილი,

ძალიან, ძალიან მხიარული ადამიანები,

უცნაური ადამიანები

და 1000 სისულელე, რომლებსაც ნელ-ნელა ჩავამატებ.

ვცდილობ, ბლოგზე ვიყო “გადაშლილი წიგნი”. ასე რომ, წამიკითხეთ. მოკლედ, იმედი მაქვს სისტემატიური მკითხველებიც მეყოლება, ხშირად მესტუმრებით ბლოგზე, გამაკრიტიკებთ, მომცემთ რჩევებს და ზოგჯერ შემაქებთ კიდეც:)

20 thoughts on “რაც (შეიძლება) გაინტერესებთ

  1. წარმატებები თამო. შემოგივლი ხოლმე ;)
    აბა შენ იცი, წარმატებები!

  2. სეხნიებიც ვყოფილვართ, სასიამოვნოა შენი გაცნობა;)

  3. საინტერესოა. ^_^ მეც მიყვარს კინემატოგრაფია, თან ძალიან. ხშირად შემოგივლი ხოლმე

  4. ჰოდა მეც დაგპირდები ^_^ შემოგივლი ხოლმე :)

  5. საინტერესოა… წარმატებები :)

  6. კარგი გოგო ხარ შენ ^^ ის გრძნობაა ებაუთით რომ უკვე სურვილი მაქვს ყველა პოსტი გადავიკითხო ^^
    ჰოდა ისაა, წარატებები და ბევრი კარგი პოსტები ^^

  7. ძალიან საინტერესო ჩანხარ :)
    არ გიცნობ (იმედია ჯერჯერობით) მაგრამ უკვე გაფასებ : სახელის და როც-მუსიკის სიყვარულის გამო ^_^
    ყველა პოსტის გადაკითხვის სურვილი გამიჩნდა და მოვიცლი თუ არა დიდი ხნით გესტუმრები როგორც თქვი ტკბილი ყავით ხელში ^_^

  8. გრავატარის სახელით დაინტერესებულმა შემოვაბიჯე შენი ბლოგის სიმყუდროვეში :)))
    სიმბოლურია (ალბათ) მაგრამ ზუსტად ამ წამს ვსვავ ყავას, ოღონდ უშაქროს, მაგრამ არა დიეტის გამო, უბრალოდ არ მიყვარს ტკბილი ყავა… იმედია ამის გამო შენი ბლოგის სტუმრობას არ დამიშლი (თუმცა რომც დამიშალო შენს დაუკითხავად მაინც გესტუმრებიხოლმე :D )
    უამრავი მიზეზია რის გამოც შეიძლება მომეწონო : კინოსამყაროს სიყვარული (საშინელებათა ფილმების დიდი მოყვარული ვარ), წვიმიანი ამინდი (წვიმაში სიარულს და დასველებას რა ჯობია? ოღონდ რომანტიკის გარეშე), თანამედროვე ლიტერატურა (მათ შორის ქართულად არ თარგმნილი ჯერ და დაინტერესების გამო ინგლისურად წაკითხული წიგნები ^_^), ღამით სიფხიზლე და დილის ძილი (დილის შვიდ-რვა საათამდე მიყვარს სიფხიზლე და მერე შუადღით 5 საათზე, რომელიც ჩემთვის დილაა, ადგომა :) ოღონდ ამას მხოლოდ არდადეგებზე ან შაბათ-კვირას ვახერხებ სამწუხაროდ), უცნაური ადამიანები (გარკვეული მიზეზების გამო თავს უცნაურად ვთვლი და საინტერესოა სხვა უცნაური ხალხის გაცნობა) და რაც მთავარია როკ-მუსიკა ^__^ კომენტარის პირველივე სიტყვებით მიხვდებოდი რომ როკ-მუსიკის გამო დაგაფასებდი :)))
    მოკლედ ძალიან კარგი გოგო ხარ :))

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s